ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემათ

16:58, 12.02.2025

ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემათ. აღნიშნული ინიციატივის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.

12 თებერვალს ტრაგიკულად დაღუპული ქართველი სპორტსმენის ხსოვნას პატივი მიაგეს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა, სპიროს კაპრალოსმა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა და ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, მამუკა ხაბარელმა. მათ სპორტსმენის ხსოვნის უკვდავსაყოფად გაკეთებული მუზეუმი დაათვალიერეს და შეხვდნენ ტრაგიკულად გარდაცვლილი სპორტსმენის ოჯახის წევრებს.

ნოდარ ქუმარიტაშვილი ვანკუვერში, 2010 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა.

მსგავსი