ევროპის წამლის სააგენტო - „კოვიდ-19“-ის ვაქცინა სავარაუდოდ ერთ წელიწადში იქნება
ევროპის წამლის სააგენტო - „კოვიდ-19“-ის ვაქცინა სავარაუდოდ ერთ წელიწადში იქნება

ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებით, „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ვაქცინა, ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, ერთ წელიწადში იქნება მზად.

შესაბამისი განცხადება წამლის სააგენტოს წარმომადგენელმა, მარკო კავალერიმ გააკეთა.

მისი თქმით, ასეთი პროგნოზის შესაძლებლობას მსოფლიოს სხვადასხვა ლაბორატორიაში მიმდინარე ცდები იძლევა.

„ამის შესაძლებლობას ვხედავთ, თუ ყველაფერი ისე წავა, როგორც დაგეგმილია, ვაქცინა მზად სავარაუდოდ ერთ წელიწადში იქნება“, – განაცხადა კავალერიმ.