ევროპის წამლის სააგენტო - „ასტრაზენეკას“ ვაქცინასა და თრომბის ძალიან იშვიათ შემთხვევებს შორის კავშირია, მიუხედავად ამისა, ვაქცინის სარგებელი აღემატება გვერდითი ეფექტების რისკს
ევროპის წამლის სააგენტო - „ასტრაზენეკას“ ვაქცინასა და თრომბის ძალიან იშვიათ შემთხვევებს შორის კავშირია, მიუხედავად ამისა, ვაქცინის სარგებელი აღემატება გვერდითი ეფექტების რისკს

ევროპის წამლის სააგენტოში აცხადებენ, რომ „ასტრაზენეკასვაქცინასა და თრომბის ძალიან იშვიათ შემთხვევებს შორის კავშირია. ამის მიუხედავად, სააგენტოში ამბობენ, რომ ვაქცინის სარგებელი აღემატება გვერდითი ეფექტების რისკს.

როგორც ევროპის წამლის სააგენტოს დირექტორი ემერ კუკი განმარტავს, აღნიშნული მოვლენა მედიკამენტის გვერდით ეფექტად უნდა დარეგისტრირდეს.

დასკვნა ეფუძნება თრომბის განვითარების 86 შესწავლილ შემთხვევას.

ანგარიშით ირკვევა, რომ თრომბი უმეტესად 60 წელს ქვემოთ ქალებში დაფიქსირდა.