„ევროპის უნივერსიტეტში“ ისტორიისა და არქეოლოგიის მუზეუმი გაიხსნა
„ევროპის უნივერსიტეტში“ ისტორიისა და არქეოლოგიის მუზეუმი გაიხსნა

„ევროპის უნივერსიტეტში“ ისტორიისა და არქეოლოგიის მუზეუმი გაიხსნა. სივრცეში გვიანი ბრინჯაოს პერიოდიდან ადრეულ შუა საუკუნეებამდე სხვადასხვა დროს აღმოჩენილი არტეფაქტებია თავმოყრილი. მუზეუმი თავისუფალი სივრცეა და მისით სარგებლობა „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებთან ერთად სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსაც შეუძლიათ. მუზეუმის დირექტორი სანდრო ნონეშვილია. ის ამბობს, რომ სივრცე გაფართოვდება და ახალი ექსპონატები დაემატება.

„ევროპის უნივერსიტეტი“ საველე გასვლებსა და არქეოლოგიური სამუშაოებია ჩატარებას მცხეთაში და კასპში გეგმავს. სამომავლოდ, „ევროპის უნივერსიტეტი“ აპირებს, სასწავლო პროგრამას არქეოლოგია დაემატოს.