„ევროპის უნივერსიტეტი“ მზად არის, სამედიცინო პერსონალის რეზერვის შექმნის მიზნით, სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადაამზადოს
„ევროპის უნივერსიტეტი“ მზად არის, სამედიცინო პერსონალის რეზერვის შექმნის მიზნით, სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადაამზადოს

„ევროპის უნივერსიტეტი“, სამედიცინო პერსონალის რეზერვის შექმნის მიზნით, სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელების გადამზადების შესახებ უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებას უერთდება.

როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „ევროპის უნივერსიტეტმა“ მზაობა დღეს განათლების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე დაადასტურა, რომელიც სხვადასხვა უნივერსიტეტის ლექტორებთან და დეკანებთან გაიმართა.

„ევროპის უნივერსიტეტი“ უერთდება უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებას და მზად არის, სამედიცინო პერსონალის რეზერვის შექმნის მიზნით სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადაამზადოს, რათა საჭიროების შემთხვევაში, ისინი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს სხვადასხვა მიმართულებით დაეხმარონ.

მიგვაჩნია, რომ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში ყველამ შესაძლებლობის ფარგლებში უნდა შეიტანოს საკუთარი წვლილი, რათა რაც შეიძლება მალე და ნაკლები დანაკარგით შევძლოთ ინფექციის დამარცხება. ამ შემთხვევაში ჩვენი შესაძლებლობაა, „ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა გაიარონ სწრაფი კურსი და საჭიროების შემთხვევაში, ჩაერთონ კოვიდინფექციასთან ბრძოლაში, დაეხმარონ ექიმებს“, – აღნიშნულია „ევროპის უნივერსიტეტის“ განცხადებაში.