ევროპის TOP7 ჩემპიონატებში „გოლი+პასი“ სისტემით ნეიმარი ლიდერობს #1TVSPORT
ევროპის TOP7 ჩემპიონატებში „გოლი+პასი“ სისტემით ნეიმარი ლიდერობს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ნეიმარი ლიდერია ევროპის TOP7 ჩემპიონატებში „გოლი+პასი“ სისტემით.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ამ მაჩვენებლით 15 ქულა დააგროვა. მის ანგარიშზეა რვა გოლი და შვიდი შედეგიანი გადაცემა.

მეორე ადგილზეა კოდი გაკპო „ეინდჰოვენიდან“. მისი სტატისტიკაა – რვა გოლი და ექვსი შედეგიანი გადაცემა.

რეიტინგში მესამე პოზიციაზეა „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი ერლინგ ჰალანდი. მას მხოლოდ ერთი შედეგიანი გადაცემა აქვს, სამაგიეროდ, 11 გოლი გაიტანა.