ევროპის თასზე ქართველმა ჭაბუკმა ძიუდოისტებმა 14 მედალი მოიპოვეს #1TVSPORT
საბერძნეთის ქალაქ სალონიკში დასრულებულ ევროპის თასზე ქართველმა ჭაბუკმა ძიუდოისტებმა 14 მედლის მოპოვება შეძლეს.
ტურნირის გამარჯვებულები იესო სამსიანი (-73), ლუკა აბგაიძე (-90) და ნიკოლოზ აფციაური (+90) გახდნენ. მაია ღვალაძე (+70), ნიკოლოზ ფალელაშვილი (-60), ნიკა ბრეგვაძე (-66), გიორგი მჭედლიშვილი (-73) და ოთარ ჯაფარიძე (+90) ევროპის თასის ვიცე-ჩემპიონები არიან.
ბრინჯაოს მედლებს კი თამარ გამიაშვილი (-63), ნია ქაფიანიძე (+70), თორნიკე მდინარაძე (-55), გიგი კეკვიაშვილი (-66), გიორგი გეწაძე (-73) და ლუკა ბუზიაშვილი (-81) დაეუფლნენ.
საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
