ევროპის სოციალისტური პარტია სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერას უცხადებს
ევროპის სოციალისტური პარტია სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერას უცხადებს

ევროპის სოციალისტური პარტია (PES) სრულ მხარდაჭერას უცხადებს პარტნიორ პარტიას „ქართულ ოცნებას“, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის პროცესში, – შესაბამისი განცხადება პარტიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პროგრესულმა მთავრობამ, „ქართული ოცნების“ მეთაურობით, დაადასტურა ქვეყნის მტკიცე ერთგულება დემოკრატიისა და სამოქალაქო უფლებებისადმი. ევროპის სოციალისტური პარტია აღიარებს და მხარს უჭერს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, რაც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა. სალომე ზურაბიშვილის არჩევა უფრო მეტად გაამყარებს საქართველოს როლს, როგორც მისაბაძ მაგალითს რეგიონში და გააძლიერებს მის ადგილს ევროპის ერთა ოჯახში.

საქართველო ერთგული პარტნიორია, დემოკრატიის, გამჭვირვალობისა და მმართველობის გზაზე მნიშვნელოვანი მიღწევებით. ახლა, როდესაც ამომრჩევლები ემზადებიან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, რომელიც ოთხშაბათს გაიმართება, ვიმედოვნებ, რომ ისეთივე მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებს ვნახავთ, როგორიც ეს იყო პირველი ტურის დროს. ჩვენ მხარს ვუჭერთ სალომე ზურაბიშვილს, რადგან ემხრობა უფრო სამართლიან საქართველოს ხვალინდელ არჩევნებზე“, – განაცხადა ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტმა სერგეი სტანიშევმა.