ევროპის სახალხო პარტიამ პოლონეთში გამართულ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს მხარი დაუჭირა
ევროპის სახალხო პარტიამ პოლონეთში გამართულ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ პარტიული ჯგუფის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე განაცხადეს.
„იმედი, ძალა, დემოკრატია. პოლონელი ხალხი მიდის უკეთესი მომავლისთვის, ევროპული მომავლისთვის“, – წერს ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის პრეზიდენტი, მანფრედ ვებერი.
ვებერმა აღნიშნა, რომ აქციის ორგანიზატორები იცავენ პროევროპულ პოლონეთს, რომელიც დაფუძნებულია კანონის უზენაესობაზე. პარტია განცხადებაში ვარშავაში გადაღებულ ფოტოებს „დღის ყველაზე მნიშვნელოვან ფოტოებს“ უწოდებს.
„ხუთასი ათასი პოლონელი გამოვიდა ქუჩებში თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული პოლონეთის მოთხოვნით. პოლონელებო, დააბრუნეთ პოლონეთი ევროკავშირის გულში, სადაც ის უნდა იყოს“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ ვარშავაში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა, რა დროსაც დაახლოებით 500 000 ადამიანი შეიკრიბა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი აქცია იყო, რაც პოლონეთში გამართულა.
🇵🇱5️⃣0️⃣0️⃣.0️⃣0️⃣0️⃣🇪🇺
This is the most important photo of the day.
Five hundred thousand Poles took to the streets to demand a free, democratic, and European Poland🇵🇱.
Poles, bring back Poland to the heart of the EU🇪🇺, where it belongs! #Marsz4czerwca pic.twitter.com/2ewTH4Ckej
— EPP Group (@EPPGroup) June 4, 2023