„ევროპის სახალხო პარტიამ“ ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას მხარი დაუჭირა
„ევროპის სახალხო პარტიამ“ ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

ევროკავშირის წამყვანმა პოლიტიკურმა ძალამ, „ევროპის სახალხო პარტიამ“ მხარი დაუჭირა ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას. ის ევროპის სახალხო პარტიის ერთადერთი კანდიდატი იყო.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის წინაშე მთავარ გამოწვევებს შორის დაასახელა ომი უკრაინაში, კრიზისი ღაზაში, რომელიც ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიაციას იწვევს, და ჩინეთის აღზევება.

ბუქარესტში, პარტიის ყრილობაზე გამართული კენჭისყრის დროს მას 400-მა დელეგატმა მისცა ხმა, ფონ დერ ლაიენის კანდიდატურის წინააღმდეგ 89 დელეგატი წავიდა.

„აქ, სახლში პუტინის მეგობრები ცდილობენ, გადაწერონ ჩვენი ისტორია და მოგვპარონ მომავალი. კლავიატურას ამოფარებულნი, ისინი სიძულვილს ავრცელებენ. ჩვენი მშვიდობიანი და ერთიანი ევროპა პოპულისტების, ნაციონალისტების, დემაგოგების მხრიდან გამოწვევის წინაშეა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სიტყვით გამოსვლისას.

ევროპარლამენტის არჩევნები ივნისის დასაწყისში გაიმართება.