„ევროპის სახალხო პარტია“ საქართველოში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩავარდნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„ევროპის სახალხო პარტია“ საქართველოში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩავარდნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ევროპის სახალხო პარტია“ საქართველოში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩავარდნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ევროპის სახალხო პარტია“ ძლიერ იმედგაცრუებულია მმართველი პარტიის ცინიკური და უსამართლო ნაბიჯით მოქალაქეების წინაშე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ვალდებულებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, საერთაშორისო საზოგადოების მიერ მხარდაჭერილი ყველა ქართული პოლიტიკური პარტია შეთანხმდა, რომ პროპორციული სისტემა აუცილებელია პლურალისტული პოლიტიკური გარემოსთვის, ხოლო არსებული შერეული სისტემა სწორად არის გაკრიტიკებული სუპერ-უმრავლესობის შექმნისთვის.

„საქართველოში პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ამჟამინდელ მთავრობას, ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან, პატივი სცეს შეკრების თავისუფლებას და მოლაპარაკებების მაგიდასთან განიხილოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები. კომპრომისის მოძებნის ჩავარდნა ქვეყანას საშიშ გზაზე დააყენებს, რაც გამოიწვევს საქართველოს მეგობრების სერიოზულ იმედგაცრუებას და სარგებელს მოუტანს მხოლოდ მათ, ვისაც საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან აცდენა სურს“, – ნათქვამია „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებაში.