„ევროპის სახალხო პარტია“ - სააკაშვილის დაკავება და პოლიტიკური დევნა ზრდის პოლარიზაციას ქვეყანაში, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გააუმჯობესოს პოლიტიკური გარემო
„ევროპის სახალხო პარტია“ - სააკაშვილის დაკავება და პოლიტიკური დევნა ზრდის პოლარიზაციას ქვეყანაში, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გააუმჯობესოს პოლიტიკური გარემო

საქართველოში ბოლო არჩევნებმა გააძლიერა ჩვენი შეშფოთება ქვეყანაში დემოკრატიისა და თავისუფლების მდგომარეობის გამო, – ამის შესახებ ნათქვამია „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, სააკაშვილის დაკავება და პოლიტიკური დევნა კიდევ უფრო ზრდის დაძაბულობასა და პოლიტიკური პოლარიზაციას ქვეყანაში.

„ევროპის სახალხო პარტია“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გააუმჯობესოს პოლიტიკური გარემო, უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მეორე ტურის დროს.

„საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშებში გაზგასმულია შემცირებული დემოკრატიულ სტანდარტები, თავისუფალი და სამართლიანი საარჩეენო გარემოს არარსებობა, არათანაბარ პირობები, ადმინისტრაციული რესუსრების ბოროტად გამოყენება, დარღვევებისა და სიძულვილის ენა. ამასთან, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავება და პოლიტიკური დევნა კიდევ უფრო ზრდის დაძაბულობასა და პოლიტიკური პოლარიზაციას ქვეყანაში.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მმართველი პარტიის წამყვანმა პირებმა გააკეთეს არატოლერანტული და პროვოკაციული განცხადებები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებულ სამართალს, რომელიც რჩება ჩვენი ღრმა შეშფოთების მიზეზი.

„ევროპის სახალხო პარტია“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გააუმჯობესოს პოლიტიკური გარემო, უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მეორე ტურის დროს და შეწყვიტოს პოლიტიკური ოპონენტების დევნა. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მეორე რაუნდს, რომლის შედეგადაც უნდა გადაწყდეს მსხვილი ქალაქების ბედი. ქართველი ხალხი იმსახურებს უკეთეს მომავალს, პოლიტიკური კონფრონტაციის დასრულებით და კონსტრუქციული დღის წესრიგის დაბრუნებით, რაც დააჩქარებს ქვეყნის რეფორმების პროცესს“, – ნათქვამია განცხადებაში.