ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელი - ჩვენი ინვესტიციები საქართველოში ორ მილიარდ ევროს აღწევს, თანამშრომლობა გრძელდება, აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს და მის ევროპულ გზას
ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელი - ჩვენი ინვესტიციები საქართველოში ორ მილიარდ ევროს აღწევს, თანამშრომლობა გრძელდება, აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს და მის ევროპულ გზას

ჩვენი ინვესტიციები საქართველოში ორ მილიარდ ევროს აღწევს, თანამშრომლობა გრძელდება, აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს და მის ევროპულ გზას, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონულმა წარმომადგენელმა, მაჩიე ჩურამ განაცხადა ხაშურის შემოვლითი, 13 კმ-იანი ახალი გზის გახსნაზე.

​​„ევროპის საინვესტიციო ბანკი ინვესტიცია საქართველოს ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში უკვე ერთ მილიარდ დოლარს აჭარბებს. ეს თანხა ევროკავშირის სხვადასხვა გრანტებისა და ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ნდობის ფონდის მხარდაჭერის შედეგია. ძალიან მოხარული ვარ, რომ ვესწრები ამ გახსნის ცერემონიას. ეს პროექტი არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ტრანსატლანტიკური კავშირის გაფართოების მიმართულებით და საქართველო მას აღმოსავლეთ-დასავლეთ გზატკეცილის მეშვეობით დაუკავშირდება. ამ პროექტის ზემო ოსიაურიდან სურამამდე ნაწილი მთლიანად დაფინანსდა ევროპის ინვესტიციები ბანკის მიერ.

ევროკავშირის გარანტიებით 50 მილიონი ევროთი ამ გზით ასევე შეიძლება ხაშურისთვის გვერდის ავლა, რაც დასავლეთისკენ მგზავრობის დროს შეამოკლებს და გადაადგილება უფრო კომფორტული იქნება. ამასთანავე, მეტი კომფორტი შეექმნებათ ხაშურის მცხოვრებლებსაც. ევროპის ინვესტიციების ბანკი საქართველოში სხვადასხვა პროექტებს აფინანსებს სოციალურ და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით; კერძო სექტორის განვითარების მხარდაჭერის კუთხით, კერძოდ, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის; ასევე კლიმატის ცვლილების შეჩერებისა და ადაპტაციის კუთხით. საერთო ჯამში, ჩვენი ინვესტიციები საქართველოში ორ მილიარდ ევროს აღწევს და რა თქმა უნდა, თანამშრომლობა გრძელდება. ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს, ასევე საქართველოს ევროპულ გზას“, – აცხადებს მაჩიე ჩურა.

ხაშურის შემოვლითი, 13 კმ-იანი ახალი გზა დღეს გაიხსნა.