ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, ფოთში სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს
ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, ფოთში სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობას ახორციელებს.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 14.5 მილიონი ლარია.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს დიდი და მცირე საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზის მშენებლობას. სპორტულ კომპლექსში მოეწყობა საშხაპეები, ოთახები მწვრთნელებისთვის, მსაჯებისთვის, პერსონალისთვის და ექიმისთვის. იქვე განთავსდება კაფე და საერთო საცხოვრებელი სპორტსმენებისთვის. მათივე ინფორმაციით, ახალი კომპლექსი სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალებას მისცემს კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

სპორტული კომპლექსის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია გაეცნო.

დატოვე კომენტარი