ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას გეგმავს
ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას გეგმავს

ევროპის საინვესტიციო ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ დაფინანსებას გეგმავს. ინფორმაცია საფინანსო ინსტიტუტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საუბარია 4.14 მილიონი ევროს საკრედიტო ხაზის გახსნაზე.

დაფინანსება მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერაზე იქნება ორიენტირებული. განსაკუთრებული აქცენტი ქალთა მონაწილეობასა და რეგიონებში მდებარე საწარმოებზე გაკეთდება.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ჩართულობით საქართველოში ამ დროისთვის რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. ბანკი გეგმავს ავტობანის რიკოთის მონაკვეთის, მიწისქვეშა გაზსაცავისა და „ნენსკრაჰესის“ დაფინანსებასაც.

დატოვე კომენტარი