ევროპის საბჭოში დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი გაიხსნა
ევროპის საბჭოში დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი გაიხსნა

სტრასბურგში დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი გაიხსნა. ფორუმი ყოველწლიურად ევროპის საბჭოსა და საფრანგეთის მთავრობის პატრონაჟით ტარდება. დემოკრატიის რიგით მე-8 ფორუმის მთავარი თემაა დემოკრატია და ინფორმაცია.

ფორუმის ფარგლებში განხილული იქნება გამოწვევები, რომელთა წინაშეც დემოკრატიული სამყარო დგას და საფრთხე, რომელსაც მსოფლიოს ყალბი ახალი ამბები უქმნის.

დემოკრატიის მსოფლიო ფორუმს 2 000-მდე ადამიანი ესწრება. ფორუმი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ფორუმზე ორ მუსიკალურ ნაწარმოებს აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა და ჯგუფი The Georgian Six შეასრულებენ.