ევროპის საბჭოში გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ გაიხსნა [ვიდეო]

სტრასბურგში, ევროპის საბჭოში დღეს ოფიციალურად გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ გაიხსნა.

ერთი კვირის განმავლობაში ევროპის საბჭოს შენობაში ასამბლეის წევრებსა და სტუმრებს ქართული ანბანის გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ.

იუნესკო-მ ქართული დამწერლობა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 2016 წელს შეიტანა. გადაწყვეტილება იუნესკო-ს არამატერიალური მთავრობათაშორისმა კომიტეტმა ეთიოპიაში მე-11 სესიაზე მიიღო.

იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ქართული ანბანის სამი სახეობა – მრგლოვანი, ნუსხური და მხედრული მოხვდა.

გამოფენის გახსნაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ ჟურნალი „პარლამენტი“ და „დიპლომატი“, ამასთან, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინოც.