ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა – გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს საქართველოს ევროპულ მომავალს
გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს საქართველოს ევროპულ მომავალს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
ნატალია ვუტოვა პრემიერ-მინისტრს რთველში მონაწილეობის მისაღებად მიწვევისთვის მადლობას უხდის.
„მადლობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ამ ულამაზესი დღისთვის. გაუმარჯოს საქართველოს. გაუმარჯოს საქართველოს ევროპულ მომავალს“, – წერს ნატალია ვუტოვა სოციალურ ქსელში.
Thank you so much Prime Minister @GharibashviliGe for the great day ! To Georgia, to the European future of Georgia ! pic.twitter.com/jFqESVq13E
— natalia voutova (@NVoutova) October 9, 2022