ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოში საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების მიღწევას მიესალმებიან
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოში საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების მიღწევას მიესალმებიან

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოში 2020 წელს დაგეგმილი არჩევნების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას მიესალმებიან. ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

„საქართველოს საკითხზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ტიტუს კორლეციანი და კლოდ კერნი მიესალმნენ. მმართველი უმრავლესობისა და ოპოზიციის მიერ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების, საარჩევნო სისტემის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას და საარჩევნო პროცესისა და მართლმსაჯულების პოლიტიზაციისგან თავის შეკავების შესახებ დადებულ ვალდებულებას.

„ეს არის მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც ქვეყენაში პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვას და დემოკრატიულ კონსოლიდაციას შეუწყობს ხელს. ახლა მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება სრულად შევიდეს ძალაში. ჩვენ ველოდებით შეთანხმების და მისი იმპლემენტაციის განხილავს ყველა მხარესთან, ამ კვირაში დაგეგმილი ვიზიტის დროს“, – ნათქვამია განცხადებაში.