ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები „საერთო სასამართლოების შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები „საერთო სასამართლოების შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები „საერთო სასამართლოების შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, მოითხოვონ ვენეციის კომისიის მოსაზრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

„საქართველოს მონიტორინგის საკითხებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა, ტიტუს კორლატეანმა და კლოდ კერნმა გაითვალისწინეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით მმართველი უმრავლესობის მიერ შემოთავაზებული „საერთო სასამართლოების შესახებ“.  წინა განცხადებებში ჩვენ მუდმივად მოვუწოდებდით ხელისუფლებას, შეეცვალათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის სამართლებრივი ჩარჩო, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, რათა აღმოიფხვრას ხარვეზები, რომლებიც აღნიშნულია ბოლო შერჩევის პროცესში. ჩვენ მივესალმებით ხელისუფლების სურვილს, შეიტანონ ცვლილებები „საერთო სასამართლოების“ შესახებ კანონში და ხაზს ვუსვამთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულყოფილად შესრულების მნიშვნელობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოების ნდობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში – და ბოლოს, თავად ამ მნიშვნელოვანი ინსტიტუტის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში. ამიტომ, ჩვენ ვურჩევთ ხელისუფლებას, მოითხოვონ ვენეციის კომისიის მოსაზრება შემოთავაზებულ შესწორებებზე, სანამ მას მიიღებენ“, – ნათქვამია დეპუტატების განცხადებაში.

თანამომხსენებლები საქართველოს შესახებ შემდეგი ანგარიშის წარდგენას 2021 წლის დასაწყისში გეგმავენ.

თანამომხსენებლების განცხადება საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.