ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები ქართველ დეპუტატებს შეხვდებიან

08:08, 21.11.2017

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები ქართველ დეპუტატებს შეხვდებიან.

დელეგაციის წევრები დღეს პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს თამარ ჩუგოშვილს შეხვდებიან, რის შემდეგაც შეხვედრები გაიმართება პოლიტიკურ ძალებთან.

კერძოდ, სტუმრები შეხვდებიან როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრებს, ასევე „ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს.

მსგავსი