ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები კახა კუჭავას ხვდებიან
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები კახა კუჭავას ხვდებიან

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა პოლიტიკურ მხარეებთან შეხვედრები უკვე დაიწყეს. ამ წუთებში დელეგაციის წევრები პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას ხვდებიან.

დღის განმავლობაში ისინი შეხვდებიან როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი გუნდის ლიდერებს. კომიტეტის წევრები ქართველი პოლიტიკოსებისგან ინფორმაციას მოისმენენ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, რის შემდეგაც ანგარიშს მოამზადებენ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებიან.