ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები​ ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრებს შეხვდნენ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები​ ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრებს შეხვდნენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრებს შეხვდნენ.

„ჩვენ ვთანხმდებით ჩვენს მეგობრებთან, მათ შორის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან, რომ სასამართლო რეფორმა, მართლმსაჯულების დეპოლიტიზება და რეფორმირება, მათ შორის, შარლ მიშელის დოკუმენტით განსაზღვრული ყველა ნაბიჯი უნდა განხორციელდეს სრულად“, – განაცხადად ბადრი ჯაფარიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისივე განცხადებით, მონიტორინგის კომიტეტის წევრების ყურადღების საგანი მართლმსაჯულების რეფორმა და სასამართლო სისტემაში არსებული ვითარება იყო.

„ყველასთვის ცნობილია, რომ ამ მიმართულებებით უმძიმესი ვითარებაა. ჩვენ ვიცით, რომ საზოგადო აზრი ჩვენს პარტნიორებს შორის არის, რომ დღევანდელი სისტემა მოითხოვს ფუნდამენტურ განახლებას. ნებისმიერი კოსმეტიკური ცვლილება იქნება აღქმული, როგორც მცდელობა, შენარჩუნდეს სასამართლოში გამეფებული კლანური მმართველობა“, – აღნიშნა ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ.

ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ფუნდამენტური ცვლილებებია საჭირო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესში.

ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრას ესწრებოდნენ „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ ფრაქციის წევრები: მამუკა ხაზარაძე, სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და ანა ნაცვლიშვილი.