ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უკრაინის დელეგაციის წევრებს შეხვდა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უკრაინის დელეგაციის წევრებს შეხვდა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უკრაინელ კოლეგებს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული კავშირების შესახებ ისაუბრეს და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების შესახებ იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა აქტიური საპარლამენტთაშორისო ურთიერთობისა და საერთაშორისო ფორმატებში კოორდინირებული მუშაობაზე. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცნობით, საქართველოსა და უკრაინის საპარლამენტო დელეგაციებმა ერთმანეთს თანამშრომლობისთვის მზადყოფნა და მხარდაჭერა დაუდასტურეს.