ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ევროსაბჭოდან გარიცხვას მხარი დაუჭირა

00:49, 16.03.2022

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი ორგანიზაციიდან რუსეთის გარიცხვას.

გადაწყვეტილება 216 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს.

„25-წლიანი წევრობის ისტორიით ვწუხვარ, რომ ჩვენ ამის გაკეთება გვიწევს, მაგრამ მოხარული ვარ, რომ გავბედეთ, პირველად ისტორიის განმავლობაში. ჩვენს წევრ სახელმწიფოზე, უკრაინაზე სასტიკი აგრესია მიუღებელია, ძახილის ნიშანი. დაასრულეთ ომი ახლავე“, – დაწერა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ტინი კოქსმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“.

მსგავსი