ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

გადაწყვეტილება მსოფლიოს 36-მა ქვეყანამ და ევროკავშირმა ერთობლივად მიიღეს.

„სპეციალური ტრიბუნალი იურიდიულ რეალობად იქცა. ეს მხოლოდ დასაწყისია სამართლიანობისკენ მიმავალ გზაზე“, – განაცხადა ანდრეი სიბიგამ.

მისივე თქმით, მომხრე ქვეყნების სია გაფართოვდება.

„უკრაინას ეს სჭირდება. ევროპას ეს სჭირდება. თვით რუსეთსაც სჭირდება ეს ტრიბუნალი“, – აღნიშნა სიბიგამ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სპეციალური ტრიბუნალის სამართავი კომიტეტის შექმნის შესახებ გაფართოებული ნაწილობრივი შეთანხმება განსაზღვრავს მისი ფუნქციონირების ადმინისტრაციულ და მართვის საფუძვლებს, ასევე ქმნის სპეციალური ტრიბუნალის მიმართ რეგიონთაშორისი მხარდაჭერის გაფართოების დამატებით მექანიზმებს. შეთანხმებას შეუძლიათ შეუერთდნენ როგორც ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები, ასევე სხვა ქვეყნებიც.