ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე - ვადასტურებ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ცალსახა მხარდაჭერას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე - ვადასტურებ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ცალსახა მხარდაჭერას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, ხორვატიის ვიცე პრემიერ-მინისტრი, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„წელს საქართველოში კონფლიქტის მეათე წლისთავია, რომელიც სამწუხაროდ, დღემდე მოუგვარებელია. ჩემი, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის შესაძლებლობების ფარგლებში, მინდა გამოვიყენო ეს შანსი და კიდევ ერთხელ დავადასტურო, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ჩემი ცალსახა მხარდაჭერა, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.