ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრა არ არის ჩანიშნული
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრა არ არის ჩანიშნული

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე აცხადებს, რომ მიხეილ ყაველაშვილთან მისი შეხვედრა არ არის ჩანიშნული.

აღნიშნულის შესახებ მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა. ჟურნალისტმა მანს ჰკითხა, „როდის აპირებს არჩეულ პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრას?“.

„ნამდვილად არ არის შეხვედრა ჩანიშნული, რადგან პროგრამა ისედაც ინტენსიური იყო“, – აღნიშნა ბერსემ.

მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.