ევროპის საბჭოს ექსპერტები - პანდემიის შემდეგ ბიოლოგიური იარაღის გამოყენების საფრთხე იზრდება
ევროპის საბჭოს ექსპერტები აცხადებენ, რომ პანდემიის შემდეგ ბიოლოგიური იარაღის გამოყენების საფრთხე იზრდება. მათი თქმით, მსგავსი იარაღი შესაძლოა, ტერორისტულმა დაჯგუფებებმა გამოიყენონ.
როგორც ტერორიზმთან ბრძოლის სპეციალისტები გერმანულ მედიასთან ინტერვიუში ამბობენ, კორონავირუსმა აჩვენა, თუ რამდენად დაუცველია სამყარო მსგავსი ინფექციების წინაშე.
ექსპერტების ანგარიშში ნათქვამია, რომ ზოგიერთი ექსტრემისტული დაჯგუფება მსგავსი იარაღის გამოყენებით „ექსპერიმენტებს“ უკვე ატარებს.
სპეციალისტები მოუწოდებენ ევროპის ქვეყნებს, შეიმუშაონ საერთო სტრატეგია, რაც მათ მსგავს შეტევებზე კოორდინირებული და ძლიერი პასუხის გაცემის საშუალებას მისცემს. მათივე თქმით, ასევე აუცილებელია მონიტორინგის სისტემა, რომლითაც ინფექციების გავრცელებასთან დაკავშირებულ საეჭვო ინციდენტებს გამოიძიებენ.