ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი – მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილი ორწლიანი პატიმრობის განაჩენი არაპროპორციულია, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლებლოს ის
ქართველი ჟურნალისტისთვის, მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი ორწლიანი პატიმრობის განაჩენი არაპროპორციულია და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხრივ სერიოზულ პრობლემებს აჩენს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაჰერტი სოციალურ ქსელში წერს.
„მე ვიმეორებ ხელისუფლებისადმი ჩემს წინა მოწოდებას მისი გათავისუფლების შესახებ და მოვუწოდებ მათ უზრუნველყონ, რომ ჟურნალისტებმა შეძლონ თავისუფლად მუშაობა, ზედმეტი ჩარევის გარეშე, გამოხატვის თავისუფლების უფლების სრული პატივისცემით“, – წერს მაიკლ ო’ფლაჰერტი.