ევროპის საბჭო – საქართველოში შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევების რიცხვი გაიზარდა
NORTH ATLANTIC OCEAN - MARCH 3: Scottish trawler men aboard the trawler, Carina, haul in their catch some 70 miles off the North coast of Scotland, in The North Atlantic on March 5, 2004. Fishing boats operating out of the UK are constantly fighting to stay solvent due to the setting of increasingly draconian quotas, which, combined with declining stocks make their earning of a livelihood more difficult. (Photo by Chris Furlong/Getty Images) *** Local Caption ***
საქართველოში შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევების რიცხვი გაზრდილია, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშში საუბარია ევროპის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც შრომითი ექეპლუატაციის შემთხვევებსა და ტრეფიკინგზე.
კვლევის ავტორების თქმით, ბოლო წლებში ექსპლუატაციის შემთხვევათა რაოდენობამ, სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ტრეფიკინგის შემთხვევებს გადააჭარბა. საქართველოს გარდა, ანალოგიური მდგომარეობაა ბელგიაში, კვიპროსში, პორტუგალიაში, სერბეთსა და დიდ ბრიტანეთში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევების რიცხვი ევროპის ყველა ქვეყანაში მატულობს.
„ჩვენი მონიტორინგი აჩვენებს, რომ ევროპაში სულ უფრო მეტი ადამიანი ხდება შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლი. ადამიანებს ხშირად უჭირთ საუბარი ამ თემაზე, რადგან დეპორტაციის ან კრიმინალური ჯგუფების მხრიდან შურისძიების ეშინიათ“, – ამბობენ ანგარიშის ავტორები.
კვლევის თანახმად, ყველაზე ხშირად შრომით ექსპლუატაციას განიცდიან მამაკაცები, რომლებიც სოფლის მეურნეობის, ტურისტულ ან თევზჭერის სფეროში მუშაობენ. ქალ მსხვერპლთა უმეტესობა კერძო სახლებში მომვლელად მუშაობს და შრომით ექსპლუატაციასთან ერთად სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდება.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ რისკის ჯგუფს წარმოადგენენ მიგრანტები, რომლებიც დასაქმებას ინტერნეტით ან სოციალური ქსელებით ცდილობენ და კრიმინალური ჯგუფების ხელში ხვდებიან.
ანგარიშის ავტორები მოუწოდებენ ევროპის ქვეყნებს, გააუმჯობესონ ტრეფიკინგის შემთხვევათა მონიტორინგი და დამნაშავეები დასაჯონ. მთავრობებმა კი არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან ითანამშრომლონ, რათა საკითხის მოსაგვარებლად შესაბამისი რეგულაციები მიიღონ.