ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელი დატოვა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელი დატოვა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელი დატოვა. ამის შესახებ ევრობანკის მიერ დღეს გამოქვეყნებულ დოკუმენტშია საუბარი.

ევრობანკი ვარაუდობს, რომ 2020 წელს, ისევე, როგორც 2019 წელს, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 4.5 პროცენტი იქნება.

ამასთან, სომხეთისთვის, მოლდოვასთვის და უკრაინისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაიზარდა, ხოლო აზერბაიჯანისთვის და ბელარუსისთვის შემცირდა.