ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი - 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 5,5%-ით შემცირდება
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი - 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 5,5%-ით შემცირდება

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზის მიხედვით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 5,5%-ით შემცირდება. ამის შესახებ ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკურ ანგარიშშია ნათქვამი.

კორონავირუსის კრიზისის გამო, აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის ქვეყნები, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანად დაზარალდებიან. პირველი დარტყმა წამოვიდა გლობალური ფინანსური ბაზრების შეზღუდვისაგან, ასევე შიდა სავალუტო ბაზრებზე ძლიერი ზეწოლისა და ექსპორტზე გარე მოთხოვნის შემცირებისგან. შიდა მოთხოვნა შემცირდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მიღებული ზომების გამო, რაც ვირუსის გავრცელების შეკავებას ემსახურებოდა. პროდუქტებზე შემცირებული ფასი დამატებით ზეწოლას ახდენს ნახშირწყალბადებისა და ლითონების ექსპორტიორებზე – აზერბაიჯანი, უკრაინა და სომხეთი. ფულადი გადარიცხვების შემცირების მოლოდინი სავარაუდოდ კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება ოჯახების შემოსავალს ამ რეგიონის ყველა ქვეყანაში – მოლდოვაში, სომხეთში, უკრაინასა და საქართველოში. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის დაკარგვა საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ 2019 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 5,1%-ით გაიზარდა. ამასთან, ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი საქართველოში რეკორდულად იყო გაზრდილი.

„ინფლაციის ზრდის ფონზე განაკვეთი გაიზარდა 6,5%-დან(2019 წლის ივლისი), 9%-მდე(2019 წლის დეკემბერი). მაშინ, როდესაც 2020 წლის პირველ ოთხ თვეში ინფლაცია მაღალი იყო, მთავრობამ აპრილში განაკვეთები 0,5%-ით შეამცირა, რაც მოთხოვნის შემდგომი შემცირებისა და ფასებზე ზეწოლის ზრდის მოლოდინით იყო განპირობებული. ზეწოლა კვლავ გაჩნდა 2020 წლის მარტში, რაც გლობალურ ფინანსური ბაზრების გაზრდილი ცვალებადობით და ტურიზმის სფეროში შემოსავლების მოსალოდნელი კლებით იყო გამოწვეული. მოლოდინების სტაბილიზაციისთვის და გაფართოებული შიდა და ფისკალური დეფიციტის დაფინანსების უზრუნველსაყოფად, მთავრობამ საერთაშორისო კრედიტორებისგან დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა მიიღეს. პროგნოზების მიხედვით, ტურიზმის სექტორს მნიშვნელოვანი დარტყმა ელოდება, რაც საზღვარგარეთ ფრენებისა და ზოგადად მოგზაურობის შეზღუდვას უკავშირდება. ნორმალურ პირობებში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ მეხუთედს წარმოადგენს. ამის გათვალისწინებით, ნეგატიური გავლენა მრავალ სექტორზე გავრცელდება. ამიტომ ჩვენი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 5,5%-ით შემცირდება, ვიდრე 2021 წელს 5,5%-ით აღდგება“- ნათქვამია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ანგარიშში.