ევროპის პარლამენტის კვლევითი სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური კრიზისისადმი მდგრადობის რეიტინგით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია

11:00, 13.07.2026

ევროპის პარლამენტის კვლევითი სამსახური ე.წ. ნორმანდიის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში ეკონომიკური კრიზისისადმი მდგრადობის მსოფლიო რეიტინგს აქვეყნებს.

შეფასების ათბალიანი სისტემის მიხედვით, საქართველოს 9,66 ქულა აქვს და მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია.

კვლევის თანახმად, ეკონომიკური კრიზისისადმი მდგრადობით, მსოფლიოში პირველ ადგილზე ნორვეგიაა, მეორეზე – საქართველო, მესამე ადგილზე კი – საუდის არაბეთი.

რაც შეხება ევროპის ქვეყნებს, ნორვეგიისა და საქართველოს შემდეგ დადებითი შეფასება აქვს შვეიცარიას.

ამასთან, ეკონომიკური კრიზისისადმი მდგრადობით ევროპაში ბოლო ადგილზეა უკრაინა. რეიტინგის მიხედვით, მოლდოვა ერთი საფეხურით, ჩამორჩება რუსეთს, რომელიც, თავის მხრივ, ჩამორჩება ბელარუსს.

კვლევის ფარგლებში ცალკეა შეჯამებული ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის მაჩვენებლები. კერძოდ, ეკონომიკური კრიზისისადმი მდგრადობით ევროკავშირი ჩამორჩება ვენესუელას, გვატემალას და ელ სალვადორის დონეს, მაგრამ მცირედით ასწრებს დიდი ბრიტანეთის მაჩვენებელს, რომელიც, თავის მხრივ, ვიეტნამს და კოსტა რიკას ჩამორჩება.

ცნობისთვის, ეკონომიკური კრიზისებისადმი მდგრადობის მსოფლიო რეიტინგი ეფუძნება მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის თემატურ მონაცემებს სამთავრობო ვალის, მოსახლეობისა და კერძო სექტორის ფინანსურის სტაბილურობის ინდიკატორების შერჩეული პარამეტრების ანალიზს.

მსგავსი