ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე „ბაკურიანი 2025“-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე „ბაკურიანი 2025“-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი სპიროს კაპრალოსი საქართველოშია.

დღესვე სპიროს კაპრალოსმა, „ბაკურიანი 2025“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად, თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა მოინახულა და მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო.

სპიროს კაპრალოსი საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში იმყოფება.

9-16 თებერვალს ზამთრის სპორტის სახეობებში ასპარეზობა უკვე ბაკურიანსა და ბათუმში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ქვეყანა ფესტივალს უახლესი ინფრასტრუქტურით ხვდება.