ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტად სლოვენიელი იანეზ კოჩიანჩიჩი აირჩიეს

22:05, 26.11.2017

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) გენერალურ ასამბლეაზე ორგანიზაციის პრეზიდენტად ოთხი წლის ვადით სლოვენიელი იანეზ კოჩიანჩიჩი აირჩიეს, რომელიც 2016 წლიდან EOC-ის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა.

EOC-ის ვიცე-პრეზიდენტი გახდა დანიელი ნილს ნიგარდი. გენერალური მდივნის პოსტი შეინარჩუნა იტალიელმა რაფაელ პანოციმ. ასევე, აირჩიეს აღმასკომის წევრები და კომისიების თავმჯდომარეები.

EOC-ი 1995 წელს დაფუძნდა და ევროპის 50 ქვეყნის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს აერთიანებს. მისი პირველი ხელმძღვანელი იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მომავალი პრეზიდენტი ჟაკ როგი. EOC-ს ასევე სათავეში ედგნენ იტალიელი მარიო პესკანტე და ირლანდიელი პატრიკ ჰიკი.

მსგავსი