ევროპის მოედნის მიმდებარედ მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა
ევროპის მოედნის მიმდებარედ მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა

„თბილისობა 2022“-თან დაკავშირებით, ევროპის მოედნის მიმდებარედ სატრანსპორტო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეზღუდვა 30 სექტემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

„აღნიშნულ პერიოდში ავტომობილების გადაადგილება შეზღუდული იქნება მეტეხის ხიდიდან მეტეხის აღმართის მიმართულებით, მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით კი მძღოლები მოძრაობას შეძლებენ მხოლოდ ერთ ზოლში“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე არ გავრცელდება.