ევროპის მოედანზე ბერლინის კედლის ფრაგმენტი დაიდგა [ფოტოამბავი]
ევროპის მოედანზე ბერლინის კედლის ფრაგმენტი დაიდგა [ფოტოამბავი]

ევროპის მოედანზე, დარეჯანის სასახლესთან ბერლინის კედლის ფრაგმენტი დაიდგა, რომელიც, როგორც ქართულ-გერმანული მეგობრობის სიმბოლო, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს 2017 წლის 16 ივნისს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას საჩუქრად გადაეცა.

ბერლინის კედლის ფრაგმენტის დადგმის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, საქართველოს ელჩი გერმანიაში და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.