ევროპის მედიკამენტების სააგენტომ სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებისთვის ე.წ. ბუსტერ დოზის გამოყენებას მხარი დაუჭირა
ევროპის მედიკამენტების სააგენტომ სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებისთვის ე.წ. ბუსტერ დოზის გამოყენებას მხარი დაუჭირა

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ მხარი დაუჭირა სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებისთვის „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინების ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთებას.

ამასთან, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები თავად გადაწყვეტენ, დაამტკიცებენ თუ არა მესამე დოზის გაკეთებას.

ევროპის მედიკამენტების სააგენტოს რეკომენდაციით, სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო MRNA ვაქცინის დამატებითი დოზა მეორე აცრიდან სულ მცირე 28 დღის შემდეგ უნდა გაკეთდეს.

რაც შეეხება ნორმალური იმუნური სისტემის მქონე პირებს, სააგენტოს რეკომენდაციით, „ფაიზერ ბიონტექის“ ვაქცინის მესამე დოზა მეორე დოზიდან ექვსი თვის შემდეგ არის რეკომენდებული, თუმცა ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეს ინდივიდუალურად ქვეყნების გადასაწყვეტია.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა სახელმწიფოებმა ე.წ. ბუსტერ დოზების გაკეთება უკვე დაიწყეს.