ევროპის მაუწყებელთა კავშირის გადაწყვეტილებით, რუსეთი ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებს
ევროპის მაუწყებელთა კავშირის გადაწყვეტილებით, რუსეთი ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებს

ევროპის მაუწყებელთა კავშირის გადაწყვეტილებით, რუსეთი ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებს.

გადაწყვეტილება რამდენიმედღიანი მსჯელობის შემდეგ იქნა მიღებული. ეს გადაწყვეტილება უკრაინის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, EBU-ს წევრ მაუწყებლებთან ერთად, მათ შორის საქართველოს პირველ არხთან ერთად მიიღო.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრია. მე პირადად მედიაკომიტეტის წევრი ვარ. უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივით, ევროპის მაუწყებელთა კავშირს წევრი ქვეყნების უმრავლესობამ მიმართა რუსეთის ორი სატელევიზიო არხის წევრობის სტატუსის შეჩერებაზე, ასევე ევროვიზიის სიმღერის კონკურსიდან მოხსნაზე. საქართველო უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად ამ მძიმე ვითარებაში მუშაობს და ყველა მის ინიციატივას უჭერს მხარს. ახლა, როგორც არასდროს, ერთიანია ორგანიზაცია, რომლის მთავარი ღირებულება არის სოლიდარობა და დემოკრატიული პრინციპების უპირობო დაცვა“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.