ევროპის მაუწყებელთა კავშირის დელეგაციის ვიზიტი საქართველოს პირველ არხში

ციფრული ტრანსფორმაციის პროექტის ხელმძღვანელი საშა სკოტი, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, რადკა ბეთჩევა და ციფრული ტრანსფორმაციისა და პლატფორმების მიმართულების ხელმძღვანელი ვოუთერ კარტიე შეხვედრებს მართავენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტთან.

ვიზიტი ასევე დაგეგმილია ევროპის საბჭოსთან და ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლების ვიზიტის მიზანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ციფრული და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობის შეფასებაა, რის შემდეგაც დაიგეგმება იმ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რომელიც მაუწყებელს არსებული გამოწვევების დაძლევასა და ბაზარზე ამ მიმართულებით კონკურენტული პოზიციის შენარჩუნებაში დაეხმარება.