ევროპის მაუწყებელთა კავშირის დელეგაცია საქართველოში
ევროპის მაუწყებელთა კავშირის დელეგაცია საქართველოში

ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლები, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი რადკა ბეთჩევა და EBU-ს რადიოს ხელმძღვანელი  გრაჰამ დიქსონი 23-24 აპრილს პირველი არხის მენეჯმენტთან და სამეურვეო საბჭოსთან შეხვედრებს გამართავენ.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები სხვადასხვა საკითხების განხილვას მოიცავს. მათ შორის, საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესები და საზოგადოებრივი რადიოს გამოწვევები თანამედროვე მედია სივრცეში.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრი 2005 წლიდან არის და აქტიურად თანამშრომლობს მასთან და მის წევრ მედიასაშუალებებთან.