ევროპის მაუწყებელთა კავშირი ევროვიზია 2021-ის საკითხზე მსჯელობას იწყებს
ევროპის მაუწყებელთა კავშირი ევროვიზია 2021-ის საკითხზე მსჯელობას იწყებს

ევროვიზია 2021-თან დაკავშირებით ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU) და სამეთვალყურეო ჯგუფი შეიკრიბება და არსებულ პრობლემებზე იმსჯელებს. განხილული იქნება როგორც ქვეყნების წარმომადგენლების ასევე საკონკურსო სიმღერების საკითხი.

ჯერ არ არის გადაწყვეტილი, მომავალი წლის კონკურსზე იგივე მომღერლები და სიმღერები დარჩება თუ შეიცვლება. ამის შესახებ დეტალები მალე დაზუსტდება და გასაჯაროვდება.

ევროვიზიის 64-წლიანი ისტორიის განმავლობაში მსგავსი პრობლემის წინაშე EBU პირველად დადგა.

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) 18 მარტს ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი კორონავირუსის გამო აღარ გაიმართება.

ევროფესტივალი როტერდამში 12,14 და 16 მაისს უნდა გამართულიყო. 2020 წლის ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს თორნიკე ყიფიანი წარადგენდა.

დატოვე კომენტარი