37 წლის ავსტრალიელმა ნილ რობერტსონმა გამანადგურებელი ანგარიშით მოუგო ჩინელ ჟოუ იუელონს სნუკერის მორიგი სარეიტინგო ტურნირის – ევროპის მასტერსის ფინალი.
გადამწყვეტი შეხვედრა 9:0 დასრულდა. ეს მეორე შემთხვევაა სნუკერის ისტორიაში, როცა სარეიტინგო ტურნირის ფინალი „მშრალი” ანგარიშით დასრულდა.
ამით ნილ რობერტსონმა კარიერაში მე-17 ტიტული მოიგო და გაუთანაბრდა ინგლისელ მარკ სელბის. გარდა ამისა, ავსტრალიელმა 80 ათასი ფუნტი გამოიმუშავა და ორი საფეხურით მაღლა ავიდა მსოფლიო რეიტინგში. ახლა ის კლასიფიკაციაში მესამე ადგილზეა.
აღვნიშნავთ, რომ 22 წლის იუელონმა პირველად ითამაშა სარეიტინგო ტურნირის ფინალში.