ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო აცხადებს, რომ უნგრეთი ევროკავშირის კანონს არღვევს
ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო აცხადებს, რომ უნგრეთი ევროკავშირის კანონს არღვევს

ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებით, უნგრეთის კანონი, რომელიც თავშესაფართა მაძიებლების დახმარებას კრძალავს, ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

უნგრეთში თავშესაფრის მაძიებელთა დახმარება კანონით დასჯადი ქმედება 2018 წლიდან გახდა.

ევროკომისიამ უნგრეთის პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოში გაასაჩივრა.

დღეს გამოქვეყნებულ ვერდიქტში ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო აცხადებს, რომ „თავშესაფრის მაძიებელი პირების დახმარების კრიმინალურ ქმედებად გამოცხადება ლახავს ევროკავშირის კანონით გარანტირებულ უფლებებს“.

დატოვე კომენტარი