ევროპის ლიტერატურული პრიზის წლევანდელ კონკურსზე ქართველი ავტორებიც მოხვდნენ
ევროპის ლიტერატურული პრიზის წლევანდელ კონკურსზე ქართველი ავტორებიც მოხვდნენ

2019 წლის ევროპის ლიტერატურული პრიზის გამოსავლენად შექმნილმა სპეციალურმა ჟიურიმ კონკურსის ფინალისტები გამოავლინა.

მწერალთა სახლის ინფორმაციით, საკონკურსოდ შესული ცხვა ავტორიდან მოკლე სიაში მოხვდნენ:

ბექა ადამაშვილი – „ამ რომანში ყველა კვდება“, ბაკურ სულაკაური გამომცემლობა;
ლუკა ბაქანიძე – „სად ხარ ლაზარე“, გამომცემლობა პალიტრა L;
ივა ფეზუაშვილი – „ფსკერის სახარება“, გამომცემლობა „ინტელექტი“.

2019 წელს პრიზის მოსაპოვებლად შეირჩა 14 ქვეყანა: ავსტრია, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველოს, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლიტვა, რუმინეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა.

საქართველო და უკრაინა წელს პირველად მონაწილეობდნენ ამ კონკურსში, მიუხედავად იმისა, რომ პრემია მეთერთმეტედ გაიცემა.

კონკურსი 2019 წლის ევროპის ლიტერატურული პრიზის მოსაპოვებლად „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის ქვეყნებისათვის გამოცხადდა 2019 წლის 13 თებერვალს. იგი წიგნის გამავრცელებელთა ევროპული და საერთაშორისო ფედერაციის, ევროპის მწერალთა საბჭოსა და ევროპელ გამომცემელთა ფედერაციის ევროპული კომისიის (ევროკავშირის) ორგანიზებით გამოცხადდა.