ევროპის ლიგა | ოთარ კიტეიშვილის გოლით „შტურმმა“ „რეინჯერსი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ევროპის ლიგის მთავარი ეტაპის მეორე ტურის შეხვედრები ჩაატარეს იმ გუნდებმა, სადაც ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ.

გრაცის „შტურმმა“ გლაზგოს „რეინჯერსს“ უმასპინძლა და 2:1 სძლია.

კიტეიშვილი ავსტრიელთა ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა (73 წუთი ითამაშა) და თავიც გამოიჩინა.

ავსტრიის ჩემპიონი სწრაფად დაწინაურდა – შოტლანდიელების კარი მე-7 წუთზე ჰორვატმა აიღო. გრაცის „შტურმის“ უპირატესობა 35-ე წუთზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გაზარდა. შოტლანდიელებმა სხვაობა გასამას (49 წუთზე) დარტყმით შეამცირეს.

ვიგოს „სელტამ“ ლუკა გუგეშაშვილის სალონიკის პაოკ-ს უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მეკარეს კვლავ არ უთამაშია, პაოკ-ში გადასვლის შემდეგ კი კარში მხოლოდ 17 სექტემბერს „ლევადიაკოსთან“ იდგა – ამჯერად კი განაცხადშიც არ იყო.