„ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი“ – „ალდე“ არ ამართლებს ალეკო ელისაშვილის ქმედებებს, ასევე არ ამართლებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის და ქიმიური იარაღის გამოყენებას
პარტია „ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას პასუხობს.
პარტია სოციალურ ქსელ X-ში შალვა პაპუაშვილის განცხადებას აზიარებს და აცხადებს, რომ არ ამართლებს ალეკო ელისაშვილის ქმედებებს, ისევე როგორც არ ამართლებს მშვიდობიანი დემონსტრანტების და მოქალაქეების წინააღმდეგ ძალისა და ქიმიური იარაღის გამოყენებას.
„რა თქმა უნდა, პარტია „ალდე“ არ ამართლებს ამ ქმედებებს, ეს თავისთავად ცხადია. ისევე, როგორც ჩვენ არასდროს ვამართლებთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას ან მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას“, – აღნიშნავს პარტია „ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი“.
Of course ALDE Party does not condone these actions, that goes without saying.
The same way as we would never condone using violence against peaceful protesters nor chemical weapons on citizens. https://t.co/MW2LwBvvaX
— ALDE Party (@ALDEParty) December 10, 2025