ევროპის კავშირის საბჭოს ერთ-ერთი თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
საბჭოს პრესსპიკერის თქმით, ინფიცირებული პირი ინფორმაციის უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელია. პრესსამსახურის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია.
გავრცელებული ინფორმაციით, პარასკევს ევროკავშირის ჯანდაცვის მინისტრები საგანაგებო შეხვედრას სწორედ იმ შენობაში გამართავენ, სადაც ინფიცირებული მუშაობს. პრესსპიკერის თქმით, აღნიშნული შეხვედრა ჩატარდება და ამ ეტაპზე, რისკი არ არსებობს.