ევროპის ისტორიული ბაღების კვირეულთან დაკავშირებით ლექცია „საქართველოს ევროპული ბაღები“ გაიმართება

21:16, 24.04.2025

ევროპის ისტორიული ბაღების კვირეულთან დაკავშირებით ლექცია „საქართველოს ევროპული ბაღები“ გაიმართება.

ლექცია საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 25 აპრილს, 15:00 საათზე დაიწყება. ლექციაზე დასწრება უფასოა.

„ლექციის თემაა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი, როგორც ისტორიული ევროპული ბაღების წევრი – მისი წარსული და დღევანდელობა.

ლექციას წაიკითხავს ლანდშაფტური არქიტექტურისა და ბოტანიკის წამყვანი სპეციალისტი ლიკა ქურციკიძე, რომელიც გაგიზიარებთ უახლეს კვლევებსა და საინტერესო აღმოჩენებს“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლექციაზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე.

მსგავსი